სირიაში 10 დღეში 450-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში, იდლიბისა და ალეპოს პროვინციებში 10 დღეში, სულ მცირე, 450 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 100 საჰაერო იერიშს ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაცია გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, მიშელ ბაჩელეტის განცხადებაშია ნათქვამი.
„სირიის მთავრობისა და მათი მოკავშირეების მხრიდან ბოლოდროინდელი დაუნდობელი საჰაერო იერიშების სერია სამედიცინო დაწესებულებების, სკოლებისა და სამოქალაქო ობიექტების სხვა ინფრასტრუქტურაზე იყო მიტანილი“, – აღნიშნა კომისარმა.
მისი თქმით, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ფასდება, როგორც სამხედრო დანაშაული და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.
გაერო-ს უმაღლესი კომისარი მოუწოდებს ქვეყნებს, რომლებსაც გავლენა აქვთ დაპირისპირებულ მხარეებზე, დაეხმარონ მათ, დაუბრუნდნენ მოლაპარაკებათა მაგიდას.
სირიაში შეიარაღებული კონფლიქტი 2011 წლიდან გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები