რას ყიდის და ყიდულობს საქართველო რუსეთში
„საქსტატის“ 2019 წლის 6 თვის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს ერთ -ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.
2019 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (677.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (508.9 მლნ. აშშ დოლარი).
მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ რუსეთში 261.3 მლნ.აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა. რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 416.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ 154.2 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში 77.432 მლნ. აშშ დოლარით, პირველ ადგილზე ფეროშენადნობებია, მეორე ადგილზე – ღვინო. მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ რუსეთში 58.765 მლნ. აშშ დოლარის ღვინო გაიტანა. 30. 720მლნ. აშშ დოლარით მესამე ადგილზე მინერალური და მტკნარი წყლებია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5-ჯერ – 19 მლნ. აშშ დოლარამდე გაიზარდა და მესამე ადგილზეა სითხის ან არის გამწმენდი საშუალებების ექსპორტი. 13. 897 მლნ.აშშ დოლარით მეოთხე ადგილზე სპირტიანი სასმელებია.
რაც შეეხება იმპორტს – მიმდინარე წლის 6 თვეში რუსეთიდან საქართველოში ყველაზე დიდი რაოდენობით ნავთობი და ნავთოპროდუქტები შემოვიდა. ( 89.252 მლნ. აშშ დოლარი) 31. 272 მლნ.აშშ დოლარით მეორე ადგილზე ხორბალი და მესლინია. 15.112 მლნ. აშშ დოლარით მესამე ადგილზეა ქვანახშირი და სხვა მყარი საწვავი. მეოთხე ადგილზე 13.554 მლნ.აშშ დოლარით მზესუმზირის ზეთია.