ბარსელონას აეროპორტში უქმეებზე ათასამდე რეისის შესრულება დაგვიანდება ან გაუქმდება
ბარსელონას ელ-პრატის აეროპორტში, 27-28 ივლისს დაგეგმილი გაფიცვის გამო, ავიარეისების დაგვიანებით შესრულება ან, ზოგ შემთხვევაში, მათი გაუქმებაა მოსალოდნელი.
ინფორმაციას The Local-ი ავრცელებს.
ხელისუფლების პროგნოზით, ორი დღის განმავლობაში ათასამდე ავიარეისი გაუქმდება ან დაგვიანებით შესრულდება.
გაფიცვას გეგმავენ ავიაკომპანია Iberia-ს თანამშრომლები, რომლებიც სამუშაო საათების გამო გამოთქვამენ პრეტენზიას.
გამომდინარე იქედან, რომ ავიაკომპანიის სახმელეთო პერსონალი 27 ავიაკომპანიას ემსახურება, შეფერხება მხოლოდ Iberias-ს რეისებს არ შეეხება.