ბრიტანეთმა „რაშა თუდეი“ დააჯარიმა

ბრიტანეთის მედიარეგულატორმა, Ofcom-მა რუსული ტელეარხი – „რაშა თუდეი“ 200 ათასი ფუნტით, „მაუწყებლობის უხეში დარღვევისთვის“ დააჯარიმა.
Ofcom-მა 2018 წლის გაზაფხულზე „რაშა თუდეი“​-ის 10 მასალასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, მათგან 7 სოლსბერში სკრიპალების მოწამვლას უკავშირდებოდა.
2018 წლის დეკემბერში რეგულატორმა გამოძიების დასკვნა დადო, სადაც აღნიშნულია, რომ ტელეარხმა მაუწყებლობის კოდექსი 7 ეპიზოდში დაარღვია, სამი მასალის მიმართ დარღვევა არ გამოვლინდა.
2019 წლის ივნისში ინგლისისა და უელსის უზენაესმა სასამართლომ ტელეარხს რეგულატორის დასკვნის გასაჩივრების უფლება მისცა.
„რაშა თუდეი“-ში დაჯარიმების ფაქტის კომენტირებისას განაცხადეს, რომ მედიარეგულატორი სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დალოდებოდა.
გარდა ამისა, აცხადებენ, რომ თანხის ოდენობა გაცილებით აღემატება იმ ჯარიმებს, რომლებიც მედიარეგულატორს სხვა მედისაშუალებებისთვის დაუწესებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები