რუსეთმა აშშ-ს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

აშშ-ში რუსეთის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა, რომელიც უკავშირდება იმ პრობლემას, რომელსაც რუსი ჩოგბურთელი – სვეტლანა კუზნეცოვა აშშ-ის ვიზის მიღებისას წააწყდა.
ამის შესახებ დიპლომატიური მისიის Facebookგვერდზეა ნათქვამი.
საპროტესტო ნოტაში რუსეთის საელჩო მოითხოვს რუსი სპორტსმენების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკის შეწყვეტას.
საელჩოში აღნიშნავენ, რომ კუზნეცოვა „ხანგრძლივი ადმინისტრაციული პროცედურის მორიგი მსხვერპლი გახდა“.
„შეშფოთებას გამოვთქვამთ იმ პრაქტიკის გამო, რომელსაც აწყდებიან რუსი სპორტსმენები, როდესაც სურთ, მონაწილეობა მიიღონ აშშ-ის ტერიტორიაზე მიმდინარე მსხვილ ტურნირებში“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსმა ჩოგბურთელმა, სვეტლანა კუზნეცოვამ 25 ივლისს განაცხადა, რომ, აშშ-ის ვიზის მიღებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემის გამო, იძულებულია, ვაშინგტონის ტურნირს გამოეთიშოს.
ტურნირი 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები