ლიბიაში მიგრანტების ნავი ჩაიძირა, სავარაუდოდ, 150 ადამიანი დაიღუპა, 115 კი დაკარგულად მიიჩნევა

ლიბიის სანაპიროსთან მიგრანტების ნავი ჩაიძირა, რომლის შედეგად 115 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ფლოტის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.
გაერო-ს ლტოლვილთა საკითხებში უზენაესი კომისრის სამმართველოში განაცხადეს, რომ ნავის ჩაძირვას, შესაძლოა, 150 მიგრანტის დაღუპვა გამოეწვია.
ლიბიელმა მაშველებმა 134 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
ნავში სულ 250 ადამიანი იმყოფებოდა.
გაერო-ს მონაცემით, წელს ხმელთაშუა ზღვაში ჩაძირული მიგრანტების რაოდენობამ 600-ს გადააჭარბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები