უკრაინაში საქართველო პოპულარული ტურისტული მიმართულებების ხუთეულშია
Google-ს უკრაინის ოფისმა საძიებო სისტემაში უკრაინელების მიერ 3 თვის განმავლობაში სიტყვა “დასვენების” გამოყენება გაანალიზა, რის შედეგადაც კომპანიამ უკრაინაში ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყნებისა და კურორტების რეიტინგი შეადგინა.
როგორც კვლევამ აჩვენა, უკრაინელებისათვის საქართველო პოპულარული მიმართულებების TOP 5-შია. საქართველო მეოთხე პოზიციაზეა და მას მხოლოდ თურქეთი, ეგვიპტე და ბულგარეთი უსწრებს.
Google-ს უკრაინული ოფისის კვლევის შედეგები ასე გამოიყურება:
თურქეთი
ეგვიპტე
ბულგარეთი
საქართველო
კვიპროსი
საბერძნეთი
მონტენეგრო
ხორვატია
ტუნისი
ესპანეთი.