საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) “თიბისი ბანკის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

“თიბისი ბანკს” წამყვანი როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში და ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან”, – ამის შესახებ “საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის” (IFC) მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, ინფორმირებულია “თიბისი ბანკის” გარშემო განვითარებული მოვლენებისა და “თიბისი ბანკის” ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებების შესახებ. ჩვენ მივესალმებით “თიბისი ბანკის” ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ, რათა მთელი ყურადღება მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს დაუთმონ. “თიბისი ბანკს” წამყვანი როლი აქვს საქართველოს საბანკო სექტორში და ველით ამ საქმის სამართლიან და გამჭვირვალე გადაწყვეტას, რაც საბანკო საქმიანობას არასასურველ შედეგებს ააცილებს თავიდან. IFC იყო პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც 2000 წელს “თიბისი ბანკის” აქციონერი გახდა და ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ “თიბისი ბანკის” ჯგუფის მხარდაჭერას. საბანკო სექტორის ზრდა მნიშვნელოვანია ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებისთვის და ჩვენი მიზანია, განვაგრძოთ ფინანსური სექტორის განვითარებისა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები