კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 3,7%-ით გაიზარდა
სებ-ის ინფორმაციით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, 1,065,56 მილიონი ლარით, ანუ 3,7 %-ით გაიზარდა.
პირველი ივნისისათვის სესხების მთლიანმა მოცულობამ 28,07 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 418,98 მილიონი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 649,58 მილიონი ლარით გაიზარდა.
2019 წლის ივნისის განმავლობაში 2,19 %-ით, ანუ 318,75 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების დაკრედიტების მოცულობა და 14,98 მილიონი ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ლარიზაციის კოეფიციენტს – მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის ამ მაჩვენებელმა 43,17 % შეადგინა.