უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული ტანკერი დააკავა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული ტანკერი – Neyma ქერჩის სრუტეში უკრაინული გემების ბლოკირებისთვის დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
ამჟამად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საჭირო სარჩელს ამზადებს.
დამატებითი დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
შეგახსნებთ, რომ 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში გამთენიისას რუსმა მესაზღვრეებმა უკრაინის სამი გემი და მათზე მყოფი ეკიპაჟის 24 წევრი დააკავა.
უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი გემების გასვლასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი მომხდარს “პროვოკაციად” აფასებს.
უკრაინის პოზიციას გაერო-ს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალიც ეთანხმება.
დაკავებული მეზღვაურები, საზღვრის უკანონო ბრალდებით, დღემდე რუსეთის საპატიმროში რჩებიან.