რუსეთში მთელი ფინანსური აქტივების 89%-ს მოსახლეობის 3 % განკარგავს
რუსეთის ეკონიმიკის უმაღლესის სკოლის, ასევე, ექსპერტიზისა და კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი მონაცემებით, ქვეყნის თითქმის მთლიან ფინანსურ რესურსებს მოსახლეობის 3 პროცენტი განკარგავს.
როგორც რუსული გამოცემა “კომერსანტი” წერს, რუსეთში არსებული ფინანსური აქტივების 89 %-ს რუსეთის ყველაზე მდიდარი მოქალაქეები ფლობენ, რომელთა რაოდენობა 3 %-ს არ აღემატება. ამ 3 %-ის ხელშია ბანკებში ანაბრების სახით განთავსებული ნაღდი ფულის 89% -იც. ყველაზე მდიდარი რუსები, ანუ 3 % ფლობს ე.წ. სწრაფი შენატანების 92 პროცენტსაც.