აზერბაიჯანმა თურქეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი მოხსნა

თურქეთის მოქალაქეებს 1-ელი სექტემბრიდან აზერბაიჯანში ჩასვლა ვიზის გარეშე შეეძლებათ.
ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
მისი თქმით, სავიზო რეჟიმი იმ მოქალაქეებისთვის უქმდება, რომლებიც აზერბაიჯანში ჩასვლას 30 დღით გეგმავენ.
„თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აზერბაიჯანის საგარეო უწყებას მადლობას უხდის“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის, 2007 წელს ანკარამ აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ცალმხრივად სავიზო რეჟიმი დააწესა.
ამჟამად, თურქეთის ტერიტორიაზე ყოფნა აზერბაიჯანის მოქალაქეებს ვიზის გარეშე მხოლოდ 30 დღით შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები