საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5 %-ით გაიზარდა
კვლევითი ორგანიზაცია PMCG –ის მონაცემებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 1.5 %-ით გაიზარდა.
2019 წლის ივნისში საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 137 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა – 232 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 76 ლარი შეადგინა.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასი ივნისში, ჯამურად, 448 ლარი იყო. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში სტანდარტული – 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 618 ლარი შეადგინა, აჭარაში – 384 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 417 ლარი, ხოლო კახეთში – 369 ლარი