საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.5 მლიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1.5 მლიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ზრდამ 7% შეადგინა. მარტო მიმდინარე წლის ივლისში მიღებულმა შემოსავლებმა 340 მილიონი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 14,6 მილიონი ლარით, ანუ 4,5 %-ით აღემატება.