საქართველოს მოსახლეობის 33% ჰიდროელექტროსადგურების აშენების მომხრეა
სოციოლოგიური სამსახურის – „აი პი ემ-ის“ კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 33% ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას მხარს უჭერს. ჰიდროელექტროსადგურების აშენებას მოსახლეობის 31 % ეწინააღმდეგება. ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული არ აქვს მოსახლეობის 36 %-ს.
კვლევის თანახმად, ჰიდროელექტროსადგურების მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ქალაქებში გაცილებით მეტია, ვიდრე – სოფლებში. ქალაქებში მოსახლეობის მხოლოდ 24 % უჭერს მხარს ჰიდროელექტროსადგურების აშენებას მაშინ, როცა სოფლებში მათი რაოდენობა 49 %-ს შეადგენს.