კომერციული ბანკების აქტივები 4,5 პროცენტით გაიზარდა
2019 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების აქტივები 1,8 მლრდ. ლარით, ანუ 4,5 %-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის 1-ელი ივნისისათვის კომერციული ბანკების აქტივებმა 43,1 მლრდ. ლარი შეადგინა.
დღეის მდგომარეობით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 5,2 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12,1 %-ია.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 14 -ის საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.