2019 წელს საქართველო აზერბაიჯანისგან 2,5 მლრდ. კუბამეტრ გაზს შეიძენს
მიმდინარე წელს საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის 94,5 % აზერბაიჯანული წარმომავლობის იქნება.
2019 წელს საქართველო რუსეთიდან მხოლოდ 144,1 მლნ. კუბამეტრ გაზსს შეისყიდის, რაც მთელი იმპორტის მხოლოდ 5.5 %-ია.
საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს მიერ მოხმარებული ბუნებრივი აირის მოცულობა 2 მლრდ. 618 მლნ. კუბა მეტრს მიაღწევს.
არსებული პროგნოზით, წელს ბუნებრივი აირის მოპოვება საქართველოში 7,7 მლნ. კუბამეტრს არ გადააჭარბებს.
როგორც ცნობილია, მიმდინარე წელს ქართულმა მხარემ „გაზპრომ ექსპორტთან“ ახალი გაუმჯობესებული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც 2020 წლამდე მოქმედებს.
ქართული მხარის ინფორმაციით, ახალი ხელშეკრულებით გაიზარდა სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტის საფასური, ხოლო რუსული გაზის ფასი საქართველოსთვის შემცირდა. შეგახსენებთ, რომ, კომერციული მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ხელშეკრულებაში მითითებული კონკრეტული ციფრები არ საჯაროვდება.