ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, ელექტროენერგიის იმპორტი 7% -ით გაიზრდება
საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებული პროგნოზი შეცვალა.
თავდაპირველი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს საქართველოს 2,8 მლრდ კვ/სთ -ის ელექტროენერგიის იმპორტი უნდა განეხორციელებინა. ცვლილების შედეგად, ეს მაჩვენებელი 1,6 მლრდ. კვ/სთ -მდე შემცირდა. ახალი ბალანსის თანახმად, გასულ წელთან შედარებით, ელექტროენერგიის იმპორტი მხოლოდ 7 %-ით გაიზრდება.
სამინისტროში პროგნოზის ცვლილებას ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით ხსნიან.
ცვლილება შევიდა, ასევე, ექსპორტის პროგნოზშიც. როგორც ირკვევა, ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველოდან მიმდინარე წელს 696 მლნ. კვ/სთ -დან 426 მლნ. კვ/სთ -მდე შემცირდება.