ისარგებლეთ მხოლოდ pensions.ge-ით – საპენსიო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სოციალურ ქსელში ყალბი ვებგვერდი ვრცელდება, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი დაგროვებული პენსიის შემოწმებას სთავაზობს. ახალი აპლიკაცია ინფორმაციის მისაღებად საბანკო ანგარიშის შეყვანას ითხოვს.
როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, საპენსიო დანაზოგის შესამოწმებლად საბანკო ბარათი ან ანგარიში ნომერის მითითება საჭირო არ არის.
სააგენტო აფრთხილებს მომხმარებელებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლონ.
„საპენსიო სააგენტო ყველა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ მხოლოდ pensions.ge-ით ისარგებლოს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობამ იცოდეს, საპენსიო სააგენტოს გვერდიდან რეგისტაციისათვის ან პერსონალურ გვერდზე შესასვლელად არ არის საჭირო ბარათისა და ანგარიშის ნომერი. სააგენტოს გვერდზე მომხმარებელს მხოლოდ პირადი ნომერი და პერსონალური კოდი შეჰყავს“, – აცხადებენ სააგენტოში.