გიორგი ჭიჭინაძე: „ნაცები” არიან ნიღაბს ამოფარებული ანტიევროპელები
„ნაცები” არიან ნიღაბს ამოფარებული ანტიევროპელები”, – ასე უწოდებს დირიჟორი გიორგი ჭიჭინაძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრებს.
მისი თქმით, როდესაც “ნაცები” ევროპულ ღირებულებებზე საუბრობენ, მათ წარმოდგენა არ აქვთ თუ რა არის ევროპული ფასეულობები.
„ვინ დაშალა და დახურა?! გაიხსენეთ, “ნაციონალური მოძრაობისგან” ტელეკომპანია “იმედის” დახურვა, ერთმანეთს შეადარეთ მათი ტელევიზიაში შტურმით შევარდნა და პაატა სალიას ტელევიზიაში მისვლა… ახლა სრულიად სხვა ვითარებაა, ვიცით, წინა ხელისუფლების პირობებში ქონებას როგორ ართმევდნენ ადამიანებს, ქიბარ ხალვაშსაც წაართვეს და ახლა დაუბრუნდა! თან საქართველოს კი არა, სტრასბურგის სასამართლომ დაუბრუნა და საერთოდ რა არის მსჯელობის საგანი, ვერ ვხვდები! არიქა, 2-ოთახიანი “ხრუშჩოვკასავით” ერთ დღეში გადაუფორმესო… დიახაც, უზარმაზარი ქონების გადაფომებაც ერთ დღეში უნდა იყოს შესაძლებელი! “ნაცები” როდესაც ევროპულ ღირებულებებზე ლაპარაკობენ, მიჩნდება განცდა, რომ ჟარგონზე რომ ვთქვა, გარტყმაში, ბაიბურში არ არიან, რა არის ევროპული ფასეულობები! ევროპელი ადამიანი როგორ იქცევა, არასოდეს უნახავთ! ესენი არიან ნიღაბს ამოფარებული ანტიევროპელები”, – აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე გამოცემა “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში.
ცნობისთის, 2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2″-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა” (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.
იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2″-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.