საქართველომ საერთაშორისო ბაზრებზე 98 მილიონი ლარის ღვინო გაყიდა

2019 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან მსოფლიოს 44 ქვეყანაში 40,5 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 6%-ით აღემატება.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 98 მლნ აშშ დოლარს აჭარბებს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 9%-ით მეტია.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 2019 წლის 6 თვეში ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 9 ქვეყანაში 15 საერთაშორისო გამოფენაზე. მსოფლიოს 8 ქვეყანაში კი ქართული ღვინის 61 დეგუსტაცია გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები