ლარი დოლართან მიმართებით 0.0039 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.0039 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9010 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.8971 ლარი ღირდა.
0.0047 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2343 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2390 ლარი იყო.