ნათია თურნავა: განვსაზღვრეთ სფეროები, სადაც სინერგიის გზით დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვას

“ჩვენი სამინისტრო არა მხოლოდ ეკონომიკური პოლიტიკის გამტარებელი, არამედ სახელმწიფო სერვისების გამცემი უწყებაცაა. ამიტომ ანალიზის შედეგად განვსაზღვრეთ რამდენიმე სფერო, სადაც სინერგიისა და ინტეგრირების გზით წავედით და მიგვაჩნია, რომ ამით  დავაჩქარებთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესს”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, „ერთი ფანჯრის პრინციპი” არ არის ლოზუნგი. ჩვენ ვამუშავებთ ინტეგრირებული ნებართვებისა და ლიცენზიების კონცეფციას, რომელიც ბიზნესს შეუმცირებს ურთიერთობას სახელმწიფოსთან ნებართვების მიღების კუთხით და დაეხმარება, უფრო სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ინვესტიციის განხორციელების მიმართულებით. ნათია თურნავამ რამდენიმე სერვისის სინქრონულად გაცემის შესაძლებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საბადოების დამუშავების ლიცენზიების მიღების პარალელურად პირი, რომელიც მოიპოვებს ლიცენზიას, ექნება უფლება პირდაპირი შესყიდვის ფორმით გამოისყიდოს მიწაც.
ერთიანი პაკეტით იქნება შესაძლებელი  სახელმწიფო მიწის შესყიდვასთან ერთად სამშენებლო ნებართვის მიღებაც, რომელიც ინვესტორს მისცემს შესაძლებლობას, უკეთ გათვალოს თავისი საინვესტიციო ვალდებულება. მსგავსი მიდგომა იქნება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის კუთხითაც – გაიცემა ერთიანი მემორანდუმი, სადაც გაერთიანდება ინვესტორის უფლება მიწასა და ენერგოობიექტზე სამშენებლო ნებართვა.
​მინისტრის განცხადებით, ასევე, განხორციელდა სახელმწიფო სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და ვადების ოპტიმიზაცია. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა სერვისების გაციფრულების პროგრამაზე, რომელიც წარმატებით ხორციელდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალ სსიპ-ებში.
​კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც მინისტრმა გაამახვილა ყურადღება, ბიზნეს სახლის ვირტუალურ ვერსიაც შეეხებოდა. ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული სერვისების მიღების შესაძლებლობა შესაძლებელი იქნება საქართველოს ყველა დასახლებულ პუნქტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები