ლონდონის ბირჟაზე “თიბისი ბანკის” აქციები გაუფასურდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC PLC-ის აქციები უფასურდება. აქციების ფასის კლებამ 3,62 % შეადგინა. ვაჭრობის დასაწყისში ბანკის ერთი აქცია 15.06 გირვანქა სტერლინგი ღირდა, მალევე მისი ფასი 14.36-მდე შემცირდა.
როგორც ცნობილია, დღეს “თიბისი ბანკის” დამფუძნებლებს, სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესა და მის მოადგილეს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს საქართველოს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. ორივე მათგანს პროკურატურა დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, საუბარია 16 754 000 დოლარის უკანონო ლეგალიზაციის ფაქტზე.
ხაზარაძე და ჯაფარიძე პროკურატურაში 17:00 საათზე დაიბარეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები