ლატვიაში Russia Today-ს კუთვნილი საიტი დაბლოკეს

ლატვიის მთავრობამ Russia Today-ს კუთვნილი საიტი – Baltnews.lv დაბლოკა.
როგორც ლატვიის დომენების ეროვნულ რეგისტრატორში განაცხადეს, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულია გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ Baltnews.lv ევროკავშირის 2014 წლის 17 მარტის დადგენილებას არღვევს, რაც უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საფრთხეს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის ქვეყნებში, ასევე, ბრიტანეთსა და საფრანგეთში, „რაშა თუდეისა“ და „სპუტნიკის“ წარმომადგენლებს არც ისე სასიამოვნოდ ხვდებიან.
მაგალითად, 9 ივლისს გახდა ცნობილი, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Russia Today-სა და Sputnik-ის ჟურნალისტებს 10 ივლისს ლონდონში ჩასატარებელ გლობალურ ჟურნალისტურ კონფერენციაზე დასწრების აკრედიტაცია არ მისცა.
2018 წლის 24 ივნისს უკრაინამ რუსული “რაშა თუდეი” და “რია ნოვოსტი უკრაინა” სანქციათა სიაში შეიყვანა.
2018 წლის 15 იანვარს კი საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „რაშა თუდეი“ და „სპუტნიკი“ პროპაგანდის საშუალებებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები