ნათია თურნავა: ანაკლიის პროექტს არაფერი ემუქრება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის და პროექტს არაფერი ემუქრება.
“როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ანაკლიის პროექტი წარმოადგენს ძალიან მაღალი დონის პრიორიტეტს ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ცალსახად გვჭირდება ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში. სახელმწიფოს პროექტის უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს გაცხადებული და, აქედან გამომდინარე, ამ პროექტს არაფერი ემუქრება”, – განუცხადა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც მედია დაინტერესდა – დააზიანებს თუ არა ანაკლიის პროექტს ის ფაქტი, რომ მამუკა ხაზარაძე ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.