მთავრობა ხევი-უბისას ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაზე 732 მილიონს დახარჯავს
რიკოთის უღელტეხილზე ხევი-უბისას მაგისტრალის მშენებლობაზე 732 მილიონი ლარი დაიხარჯება.
ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მოსამზადებელი სამუშაოები, სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა და კომუნიკაციების გადატანა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, აშენდება 12,2-კილომეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალი, 35 ხიდი და 20 გვირაბი. დაგეგმილია 3 სატრანსპორტო კვანძის მოწყობა. პირველი ხუნევსა და ვერტყვიჭალაში, მეორე საქასრიაში, ხოლო მესამე კვანძი ბორითში მოეწყობა. მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლისათვის იგეგმება.