ჩინეთი გამალებულ ბირთვულ შეიარაღებას წყვეტს – პეკინის ოფიციალური განცხადება
ჩინეთის სახელმწიფო საბჭომ განახლებული ე.წ. თეთრი წიგნი გამოსცა, სადაც ქვეყნის თავდაცვითი დოქტრინაა აღწერილი.
ჩინეთის მთავრობის განცხადებით, ისინი ბირთვული იარაღის „ნებისმიერ ვითარებაში“ გამოყენებაზე უარს აცხადებენ, ასევე, გამალებულ ბირთვულ შეიარაღებაში აღარ მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩინეთი იღებს ვალდებულებას, არ გამოიყენოს და არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს მუქარის სახით ისეთი ქვეყნების მიმართ, რომლებიც ბირთვულ იარაღს არ ფლობენ ან მისგან თავისუფალ ზონებში მდებარეობენ“, – აღნიშნულია თეთრ წიგნში.
გარდა ამისა, პეკინი გამოდის „ბირთვული იარაღის სრული განადგურებისა და სრული აკრძალვის ინიციატივით“.
ამასთან, აღნიშნავს, რომ ქვეყნის ბირთვულ პოტენციალს „მინიმალურ ნიშნულზე“ შეინარჩუნებს.
„ჩინეთი ბირთვული იარაღის სრული აკრძალვისა და მისი სრული განადგურების ინიციატივით გამოდის, ასევე, არ მიიღებს მონაწილეობას გამალებულ ბირთვულ შეიარაღებაში არცერთ ქვეყანასთან. საკუთარი ქვეყნის ბირთვულ პოტენციალს კი მინიმალურ დონეზე მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის საჭირო დონეზე შეინარჩუნებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, დოქტრინაში ხაზი გაესვა, რომ იზრდება არატრადიციული საფრთხეები, როგორიც არის კიბერსაფრთხე.
რუსეთსა და აშშ-ის შორის არსებული სარაკეტო შეთანხმების შეჩერების ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი გამოვიდა ინიციაციტით, რომ საჭიროა „ახალი თაობის“ შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ბირთვული იარაღის შეზღუდვას შეეხება.
ტრამპის აზრით, საჭიროა, შეთანხმება რუსეთს, ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაფორმდეს.