არჩილ თალაკვაძე ანაკლიის პროექტის საქმეზე: სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისა და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, არსებული საკითხები გონივრულ ვადებში ამოიწუროს
“ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. მართლმსაჯულებას აქვს, ასევე, თავისი ლოგიკა და წესები”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისა და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომლებიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში.
„ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. მართლმსაჯულებას აქვს, ასევე, თავისი ლოგიკა და წესები. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხაზარაძისა და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომლებიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში. შესაბამისად, პარლამენტი თვალს ადევნებს პროცესს და მივესალმებით საჯაროობას საქმესთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებსა და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დღეს დაბარებულნი არიან საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მათთვის ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით.
საქართველოს გენერალური პროკურატურა ხაზარაძისა და ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის შემდეგ სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.