საქართველომ მიმდინარე წლის 6 თვეში 65,5 მილიონი დოლარის მინერალური წყალი გაყიდა

მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველომ ექსპორტზე 106 მილიონ 124,8 ლიტრი მინერალური წყალი გაიტანა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ზრდამ 25,1 % შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, მინერალური წყლის ექსპორტიდან საქართველომ 65.5 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ამ მაჩვენებლით, მინერალური წყლებს საქართველოს ექსპორტში მე-6 ადგილი უკავია.
საქსტატის მონაცემებით, მინერალური წყლების ექსპორტი მსოფლიოს 30 ქვეყანაში ხორციელდება. გასაღების ბაზრებია: აშშ, ჩინეთი, იაპონია, ევროკავშირის და დსთ-ის ქვეყნები. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის 6 თვეში ქართული მინერალური წყლების ექსპორტი რუსეთში 29%-ით გაიზარდა და 46 მილიონ 476,9 ათას ლიტრს გადააჭარბა. მიღებულმა შემოსავლებმა 30 მილიონ დოლარს მიაღწია. გასულ წელს საქართველომ რუსეთში 172 მილიონი ლიტრი მინერალური წყალი გაყიდა.
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს რუსეთმა ღვინოსთან ერთად საქართველოდან მინერალური წყლების შეტანაც აკრძალა. ქართული წარმოების მინერალური წყლები რუსეთის ბაზარზე 2013 წელს დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები