საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 21,4 %-ით შემცირდა

რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შეწყვეტის შემდეგ, რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში 21,4 %-ით შემცირდა.
როგორც TBC Research -ის კვლევაშია მითითებული, 8 ივნისის შემდეგ საქართველოში 2.8 რუსეთის მოქალაქე ჩამოფრინდა, ანუ 76 %-ით ნაკლები, ვიდრე – გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
როგორც კვლევაშია მითითებული, ავიამიმოსვლის შეჩერებამდე რუსეთის მოქალაქეები ყველაზე ხშირად თბილისის აეროპორტით სარგებლობდნენ. TBC Research -ის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა 8 ივნისს საქართველოს მიმართულებით ავიამიმოსვლა შეაჩერა, ბათუმის აეროპორტში რუსი ტურისტების ნაკადი 88 %-ით შემცირდა. ამავე კვლევის თანახმად, მიმდინარე თვის გასულ ორ კვირაში ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტით საქართველოში 24,5 ათასი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ამ შემთხვევაში, კლებამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,6 % შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები