რომან გოცირიძე: ბესელიას მიმართ შეტევა „რუსთავი 2-ის“ საკითხის გადაფარვისთვისაა გამიზნული

“ეკა ბესელიას მიმართ განხორციელებული შეტევა „რუსთავი 2-ის“ საკითხის გადაფარვისთვის არის გამიზნული”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ავიწყდება, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხის წამოწევა მმართველი გუნდის იმიჯს ანგრევს.
„უნდათ, რაღაც სხვა თემები წამოწიონ, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი მსგავსი საკითხის წამოიწევა პირდაპირ ანგრევს „ქართული ოცნების“ იმიჯს, რადგან მათი დანაშაული აშკარად იგრძნობა. შვიდი წლის განმავლობაში არცერთი საქმე გამოიძიეს, რომელიც ფარულ ჩანაწერებს ეხებოდა და ახლაც ამბობენ, რომ, თურმე, სიკვდილმისჯილმა ადამიანმა ვიდეო სომხეთის ციხიდან გაავრცელა. ვინ შეუტანა ეს ტელეფონი, საიდან აღმოაჩნდა, ან რატომ არ იძიებენ, ან რატომ ახსენდებათ მას შემდეგ, რაც ბესელია ამ საკითხის გამოძიებას ითხოვს? ესეც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს თემა დავიწყებას მიეცეს. რაც შეეხება ბრალდებას, რომ, თურმე, „ქართული ოცნების“ შეხვედრებიდან ინფორმაცია ეკა ბესელიას გამოჰქონდა – მაშინ ყოჩაღ „რუსთავი 2“. თურმე, ცინცხალ ინფორმაციას გვაწვდიდნენ „ქართული ოცნების“ ყველა შეხვედრიდან. ამით ტელევიზიას წონასა და ღირსებას მატებენ, თუმცა რამდენად სწორია ის ფაქტი, რომ წყარო ბესელია იყო, არ მგონია, ასე იყოს, რადგან „რუსთავი 2-ს“ ინფორმაციების მოძიების უამრავი წყარო ჰყავს და ერთ წყაროს არ დაეყრდნობოდა“, – განცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები