ბულგარეთის პრორუსმა პრეზიდენტმა ამერიკული გამანადგურებლების შესყიდვას ვეტო დაადო

ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა აშშ-ის F-16-ის ტიპის 8 გამანადგურებლის შესყიდვის კანონს ვეტო დაადო.
მისი განცხადებით, პარლამენტში გამართული დებატები მეტყველებს იმაზე, რომ კონტრაქტის პირობები მიღწეული არ არის, ასევე, შესყიდვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი თანხმობა არ არსებობს.
რადევის თქმით, მნიშვნელოვანია, ბულგარეთმა მომსახურების სრული პაკეტი მიიღოს.
„საზოგადოებას პასუხი სჭირდება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ყველაფერი კონტრაქტით გათვალისწინებული“, – აღნიშნა ბულგარეთის პრეზიდენტმა.
პარლამენტს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა შეუძია, მას ამისთვის 240 დეპუტატიდან 121-ის ხმა სჭირდება.
ბულგარეთის მთავრობა 2017 წელს Gripen-ის ტიპის შვედური გამანადგურებლების შეძენას ფიქრობდა, თუმცა გარიგება მოგვიანებით ჩაიშალა, 2018 წელს კი ახალი პროცედურა დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები