ლარი დოლართან მიმართებით 0.014 პუნქტით გაუფასურდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.014 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.8971 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.8831 ლარი ღირდა.
0.0033 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2390 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2357 ლარი იყო.