რუსეთში, საბავშვო ბანაკში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

0

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, საბავშვო ბანაკში ხანძრის შედეგად დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა.
ხანძრის შედეგად დაშავებულია 12 ადამიანი, მათგან 7 ბავშვია.
ბანაკში ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა, 26 კარვიდან 20 დაიწვა.
გამოძიება დაწყებულია.
მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბანაკში შემოწმება მაისში ჩატარდა. ადმინისტრაციას 1-ელ აგვისტომდე იმ დარღვევის აღმოფხვრა დაევალა, რომელიც ევაკუაციის გეგმის არარსებობას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი