რუსეთში საბავშვო ბანაკში გაჩენილ ხანძარს ერთი ბავშვი ემსხვერპლა, 9 კი დაშავდა (ვიდეო)

რუსეთში, ხაბაროვსკის მხარეში, საბავშვო ბანაკში ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა, დაშავდა 9 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ოთხი ბავშვი სოლნეჩნის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან სამი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება, დანარჩენ ხუთს კი ამბულატორული დახმარება გაუწიეს.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროში განაცხადეს, ბანაკში 26 კარვიდან 20 დაიწვა.
გამოძიება დაწყებულია.
მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ბანაკში შემოწმება მაისში ჩატარდა. ადმინისტრაციას 1-ელ აგვისტომდე იმ დარღვევის აღმოფხვრა დაევალა, რომელიც ევაკუაციის გეგმის არარსებობას უკავშირდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები