“რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს”
“თიბისიმ” ტურიზმის სექტორის ყოველკვირეული მაჩვენებლები გაანალიზა.
ანალიზით ირკვევა, რომ, რუსეთიდან ფრენების შეზღუდვის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს
როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთიდან ფრენების აკრძალვის შემდეგ, რუსეთიდან ტურისტების შემცირებაა. ივლისის მეორე კვირაში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეების 21.4%-იანი კლება დაფიქსირდა და, მათ შორის, თვითმფრინავით ჩამოსული ვიზიტორები 78.6%-ით შემცირდა. სახმელეთო გზით შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა, დაახლოებით, იმავე დონეზე იყო. ამასთან, სხვა ქვეყნებიდან ვიზიტორების მატების შედეგად, ჯამურად, ტურიზმის სექტორი ზრდის დაბალ, თუმცა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. პუბლიკაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე https://www.tbcresearch.ge/en/Research/Flight-ban-impact.წინასწარი შედეგები თანხვედრაშია “თიბისი” კვლევების 24 ივნისის პუბლიკაციაში გაკეთებულ პროგნოზებთან https://www.tbcresearch.ge/en/Research/Russia-sanctions-on-tourism”, – აღნიშნულია “თიბისის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.