ადვოკატი: იულია სუსლიაკმა რამდენიმე წუთის წინ დამირეკა და მითხრა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, მას ცოტა ხნის წინ იულია სუსლიაკმა დაურეკა და აცნობა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ თოდუამ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა.
როგორც ადვოკატი ამბობს, ის ამ წუთებში აზერბაიჯანში მიემგზავრება. ზურაბ თოდუას განცხადებით, იულია სუსლიაკი ბაქო-თბილისის რეისზე დააკვეს.
„ხვალ სუსლიაკი ბრიფინგზე აპირებდა დაესახელებინა ყველა იმ ადამიანის სახელები და გვარები, ის უკანონობები, რასაც სჩადიოდნენ დაკავების დღიდან მთელი სამი თვის განმავლობაში, სწორედ იმისთვის, რომ ეს არ დაეშვათ. გენერალური პროკურატურის კონკრეტული პროკურორების, თეა გიორგაძისა და მარიამ გოგორელიანის მითითებით, შსს-ს თანამშრომლებმა, დღეს, 08:30 საათზე, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, გაიტაცეს იულია სუსლიაკი“, – აცხადებს ადვოკატი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები