16 წლის მუშის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორი: არ ვიცი, როგორ შევიდნენ მუშები ობიექტზე – ნებართვა არ მიმიცია

დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულმა სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, შიშუ პალ ბურდაკმა განაცხადა, რომ მას ობიექტის დემონტაჟის ნებართვა არ გაუცია და არც ის იცის, როგორ მოხვდნენ იქ მუშები. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.
“მე არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის”, – განაცხადა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას 16 წლის მუშა დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები