კახა კალაძე: ხელისუფლების ინტერესი ქვეყნის განვითარება, წინსვლა და სიტყვის თავისუფლებაა

0

თბილისის მერი კახა კალაძე ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც მან აღნიშნა, სტრასბურგის გადაწყვეტილებას ყველა უნდა დაემორჩილოს და პატივი სცეს მას. მისივე თქმით, მმართველი გუნდის მთავარი ინტერესი ქვეყნის განვითარება, წინსვლა და სიტყვის თავისუფლებაა.

„მე არ ვიცი, საერთოდ რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი. გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ და ყველა ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც რამდენიმე წლის წინ დავემორჩილეთ იმას, რომ ჩვენი სასამართლოს გადაწყვეტილება შეაჩერა დროებით. იგივე მიდგომა და დამოკიდებულებაა ახლაც. პატივი უნდა ვცეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ხელისუფლების ინტერესი არის ქვეყნის განვითარება, წინსვლა, სიტყვის თავისუფლება. გამოხატვის თავისუფლება 2012 წლიდან ამ ქვეყანაში არ ყოფილა შეზღუდული, არც არის და არც მომავალში იქნება. ვერავინ გაბედავს იმას, რომ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. დავებში შესვლა გამიჭირდება, იმიტომ, რომ არ ვიცნობ თემას. თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია აქვს, არსებობს შესაბამისი უწყებები და შეუძლიათ მიმართონ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი