მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, კომპანიის დაკავებულ დირექტორს ბრალი წაუყენეს

თბილისში, დოლაბაურის ქუჩაზე მშენებარე კორპუსში არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე, სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დაკავებულ დირექტორს, სამშენებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 12:00 საათზე იმსჯელებენ.

გამოძიების თქმით, სამშენებლო კომპანია “ჯევიკე ჰოსპიტალიტი” თბილისში, დოლაბაურის ქუჩა N29-ში, სამშენებლო სამუშაოებს უსაფრთხოების წესის დარღვევით აწარმოებდა. აღნიშნულ სამშენებლო ობიექტზე მიმდინარე წლის 16 ივლისს, ლიფტის დემონტაჟის დროს, 2003 წელს დაბადებული გ.ბ. გარდაიცვალა.

გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები