გიორგი ამაშუკელი „Elsamex Group“-ის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი ამაშუკელი „Elsamex Group“-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, „Elsamex Group“ საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით დაინტერესდა.
უმსხვილესი ინდური სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ახორციელებს მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში.
ამ კომპანიის წლიური ბრუნვა ჯამში 40 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
„Elsamex Group“ ამჟამად ამიერ კავკასიაში გაფართოებასაც გეგმავს.
გიორგი ამაშუკელთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლებმა მათ მიერ სხვადასხვა ქვეყნებში განხორციელებულ პროექტებზე საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდების, გვირაბების, აეროპორტების მშენებლობისა და სხვა მიმართულებაზე ისაუბრეს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ “ Elsamex Group“ ჯგუფის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლის განხორციელებასაც სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო სამუშაოების წარმოების ხარისხსა და პროექტის კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში დასრულებას.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ მათი ურთიერთთანამშრომლობა შედგება და ერთობლივი მუშაობა წარმატებული და ნაყოფიერი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები