პოლიციამ, ბაღდათის რაიონში 36 ძირი “კანაფი” ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი (ვიდეო)

 

იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული ზ.კ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ან კულტივირების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ, ბაღდათის რაიონში, დაკავებულის საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას, 36 ძირი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარე “კანაფი” ამოიღო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

​გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანის ან კულტივირების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები