სომხეთი ტურისტული პოტენციალის გაზრდისთვის აქცენტს საქართველოზე, რუსეთსა და ჩინეთზე აკეთებს
სომხეთი ტურისტული პოტენციალის გაზრდის საკითხში აქცენტს საქართველოზე, რუსეთსა და ჩინეთზე აკეთებს. ამ მიზნებისთვის ქვეყნის ეკონომიკის სამინისტრომ 90 მლნ დრამი (542 916 000 ლარი) გამოყო.
ამის შესახებ სომხეთის მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრმა, ტიგრან ხაჩატრიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გამოყოფილი თანხა ხელს შეუწყობს მარკეტინგული პროგრამების რეალიზებას.
ხაჩატრიანის აღნიშნავს, რომ, ქართველ პარტნიორებთან მიღწეული შეთანხმების შედეგად, შეიქმნა იმის წინაპირობა, რომ ტურისტები, რომლებიც სომხეთს სტუმრობენ, მეორე მიმართულების სახით საქართველოს პოტენციალსაც გაეცნონ, ანალოგიურად საქართველოც ტურისტებს სომხეთის პოტენციალს წარუდგენს.
მისი თქმით, ამის შედეგად უკვე უამრავი ტურისტი ჩადის სომხეთს საქართველოს საზღვართან მდებარე გამშვები პუნქტიდან, „ბაგრატაშენიდან“ ჩრდილოეთ მხარეს და ერევანს ეცნობა, აღნიშნულ ტურისტულ პროდუქტს სთავაზობენ ევროპელ და რუს ტურისტებს.
რაც შეეხება ჩინეთს – მინისტრის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რატიფიცირების სტადიაზეა, საჭიროა გაცილებით აქტიური მარკეტინგული პოლიტიკის გატარება.
სომხეთის ეროვნული სტატისტიკური კომიტეტის მონაცემით, ქვეყანაში იანვარ-მარტში ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5,2%-ით გაიზარდა.