გვიდიანი: ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელმა თავად ოქრუაშვილის წინააღმდეგ, კორუფციული გარიგებების შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელმა თავად ოქრუაშვილის წინააღმდეგ, მისი კორუფციული გარიგებების შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა.
„დღეს ოქრუაშვილის პარტიის წარმომადგენელმა თავად ოქრუაშვილის წინააღმდეგ, მისი კორუფციული გარიგებების შესახებ აღიარებითი ჩვენება მისცა.
1) 2004 წელს ირაკლი ოქრუაშვილი იყო საჯარო მოხელე, რომელიც ფლობდა დამალულ ბიზნესებს – ეს არის პირდაპირ კორუფცია, რასაც კრძალავს კანონი;
2) საჯარო მოხელემ ფიქტიურად (თანხის გადახდის გარეშე) გადააფორმა მისი ბიზნესის წილები – იკრძალება კანონით;
3) მხოლოდ “რუსთავი 2″ კი არ იყო, არამედ სხვა ბევრ ბიზნესში ფლობდა ოქრუაშვილი წილებსო და ყველგან ფიქტიურადო – ანუ  ღრმად იყო კორუფციაში გასვრილიო. თან ეს ყველაფერი, როგორც თვითონ ამბობენ, იურიდიულად დადასტურებული და ოფიციალურად გაფორმებულია 2010 წელსო. P.S. – მემგონი, ამას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს”, – წერს ანდრია გვიდიანი.
შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი „რუსთავი2- ის” ამჟამინდელი მფლობელისაგან ტელეკომპანიის წილს ითხოვს. ქიბარ ხალვშის 100-პროცენტიანი წილის დაყადაღების მოთხოვნით ოქრუაშვილის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, მომავალ კვირას კი სასამართლოს უკვე ტელეკომპანიის დაბრუნების მოთხოვნით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები