თავდგირიძე “რუსთავი 2-ის” თანამშრომლებს: რას ნიშნავს, რუსეთის გუბერნიად ვიქცევით, ხომ არ გგონიათ, თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო

“ყველას შეურაცხყოფას რომ გვაყენებთ, ვერ ხვდებით. რას ნიშნავს, რომ რუსეთის გუბერნიად ვიქცევით?”, – ამ სიტყვებით მიმართავს სამხედრო ექსპერტი, გიორგი თავდგირიძე ტელეკომპანია “რუსთავი 2 – ის” თანამშრომლებს.

“რუსთავი-2-ის” თანამშრომლების გაღიზიანება და გაბრაზება გასაგებია, ეს მათი პირადი საქმეა, ჯავრს ვისზე იყრიან, მაგრამ ყველას შეურაცხყოფას რომ გვაყენებთ, ვერ ხვდებით. რას ნიშნავს, რომ რუსეთის გუბერნიად ვიქცევით? თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ, თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა? ბევრ სისულელეს ლაპარაკობთ, არც ევროპული ფასეულობის ფორპოსტი ხართ და არც ამ ღირებულების მატარებლები, რაც დათესეთ, ის მოიმკეთ და გეყოთ ახლა”, – წერს თავდგირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები