“ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საიდან ჰქონდა მას იმხელა ფული, მინისტრობის პერიოდში “რუსთავი 2 ეყიდა”

“საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა “რუსთავი 2″?”, – ასე ეხმაურება უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მოთხოვნას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილების დაყადაღების თაობაზე.
შესაბამის პოსტს ის “ფეისბუქის” პირად გვერდზე აქვეყნებს.
“ირაკლი ოქრუაშვილი არის ბუტა რობაქიძის მკვლელი, საქართველოს მოღალატე – ფსბ-ს დაქირავებული აგენტი 2011 წელს და არარაობა პოლიტიკოსი – ვის მოუვიდა აზრად საქართველოში მისი დაბრუნება და ისევ “პოლიტიკურ ლიდერად” ქცევა – არ ვიცი. თუმცა იმას კი კარგად ვხვდები რომ მის უკან ‘შავი ფულია’ (არ არის გამორიცხული, ისევ მისი პატრონი “ფსბ”-ა.) საიდან ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილს იმხელა ფული, რომ მინისტრობის პერიოდში ეყიდა “რუსთავი 2″? თუ ეს მართლა ასე იყო, ესე იგი, ის ფულებს ისევ ჩვენ გვპარავდა. ამას თუ გამოავლენს ოქრუაშვილი ახლა – მაშინ თავისი ფეხით უნდა წავიდეს ციხეში”, – წერს ირაკლი კაკაბაძე.
პოლიტიკური მოძრაობის, „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლოსგან ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილების დაყადაღებას ითხოვს.
ადვოკატის მტკიცებით, დოკუმენტი ადასტურებს, რომ ქიბარ ხალვაშს არ ჰქონდა უფლებამოსილება, ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე ემოქმედა „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით და თუ ამ პირობას დაარღვევდა, ვალდებული იყო, ოქრუაშვილისთვის ჯარიმის სახით გადაეხადა 7 მილიონი აშშ დოლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები