სუსლიაკი: საქმის ფაბრიკაცია იმისთვის მოხდა, რომ მაღალჩინოსნებმა სამხრეებზე ვარსკვლავები მოიმატონ – ეს ადამიანები პაუხს აუცილებლად აგებენ

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულმა იულია სუსლიაკმა პენიტეცნიური დაწესებულების დატოვებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საქმის ფაბრიკაცია მოხდა იმისთვის, რათა მაღალჩინოსნებმა სამხრეებზე ვარსკვლავები მოიმატონ.
მისივე თქმით, ეს ადამიანები პასუხს აუცილებლად აგებენ.
„ახლა ძალიან უარყოფით ემოციებში ვარ. ოდნავ მოგვიანებით აუცილებლად გავაკეთებ ოფიციალურ, ვრცელ კომენტარს. ეს არის ფაბრიკაციული საქმე. ამ საქმის ფაბრიკაცია მოხდა იმისთვის, რომ მაღალჩინოსნებმა სამხრეებზე ვარსკვლავები მოიმატონ. ეს ადამიანები აუცილებლად აგებენ პასუხს, მე ამის გარანტიას გაძლევთ“, – განაცხადა იულია სუსლიაკმა.
შეგახსენებთ რომ ტრეფიკინგში ბრალდებული იულია სუსლიაკი პატიმრობიდან გათავისუფლდა. საქმე განსახილველად უკრაინის პროკურატურას გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები