20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ ლევან ჯიქურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდება ღუდუშაურის კლინიკაში მოხდა.
საქმის პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა აღნიშნა, რომ ექიმების დასკვნით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია და რაიმე განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს.
„ადგილი ჰქონდა დაცვის მხარის მხრიდან მცდელობას დაემძიმებინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ექიმების რეკომენდაციითა და დასკვნით, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია. რაიმე განსაკუთრებულ სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. არაფერი განსაკუთრებული ბრალდებულს ბრალის წარდგენისას არ დამართია. ჩვეულებრივად გრძნობდა თავს. უბრალოდ, ადვოკატი აცხადებდა, რომ ბრალდებული შეუძლოდ გრძნობდა თავს… რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას – სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დააკმაყოფილა იგი. მიიჩნია, რომ არსებობდა ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის მიმალვისა და მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლის საფრთხეები შესაბამისად, გაზიარებულ იქნა ჩვენი შუამდგომლობა”, – განაცხადა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები