SOCAR-მა საქართველოში დამატებით 708,5 კმ. გაზგამანაწილებელი მილი შეიძინა

კომპანია SOCAR-ის შვილობილმა კომპანიამ Georgia Gas-მა საქართველოში გაზგამანაწილებელი ქსელი გაზარდა, მან დამატებით 708,5 კმ-ის მილი შეიძინა.
აზერბაიჯანული მედია საქართველოს მთავრობაზე დაყრდნობით წერს, რომ გარიგება 24,2 მლნ. ლარი დაჯდა, თანხა 18 წლის განმავლობაში უნდა დაიფაროს.
გაზგამანაწილებელი ქსელი საქართველოს 20 მუნიციპალიტეტზე გავრცელდება.
აღსანიშნავია, რომ SOCAR Georgia Gas-მა იანვარში გაზგამანაწილების პროექტის ფარგლებში, „თელავგაზი“ იყიდა.
2018 წლის ზაფხულში კი, სოკარმა პირდაპირი ყიდვა-გაყიდვის ფორმით 21,3 მლნ. ლარად საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაზგამანაწილებელი მილები იყიდა, რომელთა საერთო სიგრძე 594 კმ. შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები